ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის ორმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.
ლია ტონოიანს და თამარა მღდესიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ნინოწმინდის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. მასწავლებლის სქემა საშუალებას აძლევთ მათ, კატეგორიაში დაწინაურდნენ და შესაბამისად, გაზრდილი ანაზღაურებაც მიიღონ.