რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმში“ ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
სკოლის მოსწავლე გოგონებმა და ბიჭებმა სხვადასხვა საცეკვაო ნომერი და სიმღერა შეასრულეს.
კერძო სკოლა "მილენიუმისთვის“ და „მილენიუმელებისთვის“ ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სკოლა 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
"სკოლას მეოცედ უძგერს გული სასწავლო წლის პირველ დღეს, მეოცედ იდებს გულზე ხელს საქართველოსა და მილენიუმის ჰიმნების ჰანგზე და მეოცედ დებს ფიცს, რომ ბოლომდე დაიხარჯება მოსწავლეთა უკეთესი მომავლისთვის მიმავალ გზაზე!“, - ნათქვამია სკოლა „მილენიუმის“ განცხადებაში.
კერძო სკოლა „მილენიუმმა“ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ მიულოცა.
"ჩვენი ნიჭიერი გოგო-ბიჭების ცეკვა-სიმღერა ამშვენებდა მოძღვრის დალოცვასა და დამფუძნებლის მილოცვას. მონატრებული მოსწავალე-მასწავლებლების სიყვარულით ანთებული თვალები განსაკუთრებულ ემოციებს ბადებდა და ამ სიყვარულის წყალობით, იმედია, მთელი სასწავლო წელი ღირსეულად ჩაივლის“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.