კერძო სკოლა „მერმისმა“ პირველკლასელები 26-ედ მიიღო
18-09-2019

თბილისის კერძო სკოლა „მერმისში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლამ წელს პირველკლასელები 26-ედ მიიღო. მოსწავლეებმა სკოლის პირველი დღე მხიარულად გაატარეს. პირველი კლასის მოსწავლეებს სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებმა საზეიმოდ გაჭრეს ტორტი. 

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...