მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
საგნის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების რეგისტრაციისას, ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება დაიწყო მიმდინარე წლის 18 სექტემბრის 09:00 საათიდან და 17 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
განაცხადები მიიღება:
- თბილისში - მისამართზე: ე.მინდელის ქ.N9;
- რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
- ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში თუ თანხა გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) - საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.