ხოჯორნის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს
17-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს. სკოლაში სწავლა შვიდმა პირველკლასელმა დაიწყო.
წელს ხოჯორნის სკოლა ოთხმა პედაგოგმა დატოვა. ოთხივე მათგანს მადლობის სიგელები გადაეცათ. ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა მომავალ თაობასა და კოლეგებს გზა დაულოცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლას, ტრადიციულად, ფსკოვიდან ეწვია ხოჯორნელი მირუჟან ვერმიშიანი და ორივე სექტორის პირველკლასელებს საჩუქრად სასწავლო ნივთები, ჩანთები და ტკბილეული გადასცა.
ხოჯორნის საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წარმატებებს უსურვებს.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს