ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს.
იუბილესთან დაკავშირებით სკოლაში კონცერტი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საიუბილეო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბეატრისა რუსია დაესწრნენ.
სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას საიუბილეო თარიღი მიულოცეს და წარმატებების უსურვეს.
იხილეთ ფოტოები