ფარცხმის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით „ცოდნის ზეიმი” გაიმართა
17-09-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფარცხმის საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით „ცოდნის ზეიმი” გაიმართა.
მოსწავლეები სწავლის დაწყებას მხიარულად შეხვდნენ და ლექსებიც წაიკითხეს. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, პირველკლასელებს გადაეცათ კომპიუტერები, მოსწავლეებს კი ახალი სახელმძღვანელოები დაურიგდათ.
სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.