ოთის სკოლის პედაგოგს თეა მურადაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
17-09-2019
ასპინძის მუნიციპალიტეტის ოთის საჯარო სკოლის პედაგოგმა თეა მურადაშვილმა სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. სკოლა ულოცავს წარმატებულ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის წოდებას და ცხოვრების გზაზე დიდ წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს