გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს
17-09-2019
ონის მუნიციპალიტეტის გლოლის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საინტერესოდ დაიწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ეკოკლუბის წევრებმა და სკოლის დანარჩენმა მოსწავლეებმა „ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე“ აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით მე-8 კლასის მოსწავლემ ლიკა ბიჭაშვილმა ჩააატარა თავისუფალი გაკვეთილი. გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ოზონის შრის დაცვის აუცილებლობაზე.