ვაქირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
17-09-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილო მოსაშვილის სახელობის ვაქირის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეების სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

საზეიმო განწყობით შეხვდნენ სწავლის დაწყებას მოსწავლეებიც, რომლებმაც სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ლექსები წაიკითხეს. 

სკოლის დირექცია ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2019 - 2020 სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203