
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, წასრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყეს.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, წელს სკოლა მოსწავლეებს გაფერადებული კედლებითა და განათებული ოთახებით მიეგება.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ წელს მშობლები განსაკუთრებით აქტიურობენ.
წასრის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ნაყოფიერ წელს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები