აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ სასწავლო წელი ღონისძიებით დაიწყო
17-09-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც პირველკლასელები, ასევე უფროსკლასელები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ, დირექტორის მოადგილემ ჟანა ცხომარიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ და სკოლის ამაგდარმა პედაგოგმა სონია სონგულიამ.

სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ სკოლა ყოველ ახალ სასწავლო წელს განახლებული იფრასტრუქტურით ხვდება და არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მან მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ამერიკელ ინვესტორებს თანადგომისთვის.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მანანა ქვაჩახიამ, დამსწრე საზოგადოებას წარმატებული და შემოქმედებითად ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

პირველკლასელებმა, ტრადიციულად, საჩუქრად ნეთბუკები და წიგნები მიიღეს.

ახალი სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებას ასევე მიულოცეს მინი და მიკი მაუსებმა, რომლებმაც მოსწავლეებს სახალისო და გასართობი აქტივობები შესთავაზეს.

საზეიმო ღონისძებას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ანიკო ხელაია, მშობლები, პედაგოგები და მართლწესრიგის ოფიცრები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203