პროფესიულ უნარებში მასწავლებლებისთვის საცდელი ტესტირების ჩატარების თარიღი ცნობილია - პროცედურები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროფესიულ უნარებში მასწავლებლების საგამოცდო ტესტების აპრობაციას (საცდელ ტესტირებას) ჩაატარებს.
- აპრობაცია ჩატარდება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე თბილისის N166 საჯარო სკოლაში (მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის N42).
- აპრობაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნის მასწავლებელს.
- ტესტირების ხანგრძლივობა - 1 საათი და 45 წუთი.
- მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ ახალი ტიპის დავალებებს, რომლებიც საგამოცდო ტესტებში იქნება შეტანილი.
- მონაწილეობის მსურველებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს სკოლებში დარეგისტრირება, შეუძლიათ გამოგზავნონ თავიანთი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლის სახელწოდება, პირადი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი) ელექტრონულ ფოსტაზე: trekhviashvili@naec.ge
- მონაცემთა მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 20 სექტემბრის 12:00 საათი.
შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბრის 10:00 საათიდან დაიწყო და 17 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.
ასევე იხილეთ: ვის აქვს ტესტირებაში მონაწილეობის უფლება