წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
16-09-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს. როგორც სკოლაში ამბობენ, ეს დღე მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო და კიდევ ერთ ლამაზ ფურცლად ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.

"85-მა პირველკლასელმა და მათმა მშობლებმა არჩევანი ჩვენზე გააკეთა. ცოდნის ზეიმი გაგვილამაზეს ჩვენი სკოლის საპატიო სტუმრებმა, პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ, გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა, მწერალ ოტია იოსელიანის ვაჟმა დაჩი იოსელიანმა და მისმა მეუღლემ თეა გიორგაძემ, წყალტუბოს მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ციალა ღვინიანიძემ და სხვებმა"- ნათქვამია წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინფორმაციაში.

სასკოლო ღონისძიება ცეკვას, სიმღერას, ლექსების მხატვრულად კითხვას და სხვა საზეიმო ელემენტებს მოიცავდა. 

სკოლის დირექტორმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, მოსწავლეებს ლექსი მიუძღვნა და დამსწრე საზოგადოებას სასწავლო წლის გეგმები გააცნო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203