ვაჩიანის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცეს
16-09-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ვაჩიანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ზეიმითა და სადღესასწაულო განწყობით დაიწყო.

სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სტუმრებს სასწავლო პროცესის განახლება სკოლის დირექტორმა მარინე ჩომარიანმა მიულოცა, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. 

სკოლაში პირველად მისულ პირველკლასელებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაგზავნილი საჩუქარი, კომპიუტერები გადასცეს. უფროსკლასელებმა კი, ახალბედებს ეს უმნიშვნელოვანესი დღე მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203