შუასურების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო
16-09-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუასურების საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.

სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს. 

შემდეგ პირველკლასელები საკლასო ოთახში შევიდნენ, რომელიც მასწავლებლებმა სპეციალურად ამ დღისთვის მორთეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა ახალ სასწავლო წელს 19 მოსწავლით ხვდება, აქედან 4 პირველკლასელია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203