უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ოქტომბერში გახდება
16-09-2019
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მოდელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში გახდება.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის შემაჯამებელი წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას განცხადა, დაფინანსების მოდელი ორიენტირებული იქნება ხარისხზე.
„ჩვენ შემოდგომაზე წარვადგენთ ახალი დაფინანსების მოდელს უნივერსიტეტებისთვის, რომელიც სრულიად განსხვავებული მოდელის და განსხვავებული მიდგომის იქნება. ერთადერთი მიდგომა და შინაარსი, რომელიც აქვს ეს არის ორიენტაცია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, ბოლო მოდელირების ეტაპებს გავდივართ და უახლოეს პერიოდში ოქტომბერში, არაუგვიანეს ნოემბრისა ჩვენ წარმოვადგენთ გეგმას თუ როგორი იქნება დაფინანსების ახალი მოდელი“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს