ლედგებეს საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ოქროს მედლებით დაჯილდოვდა
16-09-2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის 3 მოსწავლე, ირაკლი ნაჭყებია, ეკა ჩაგუნავა და მარიამ თოდუა ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ, ვერცხლის მედალი მიიღო ამავე სკოლის მოსწავლემ მერიკო კილასონიამ.

კურსდამთავრებულები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლაში წარჩინებით და წარმატებით სწავლისთვის დააჯილდოვა. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლა თავის მოსწავლეებს ულოცავს ამ წარმატებას და უსურვებს წინსვლას.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203