ყველაზე დაბალი ანაზღაურება კვლავ განათლების სფეროში ფიქსირდება - სტატისტიკის ეროვნული სამსახური
16-09-2019

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, განათლებაში საშუალო თვიური ხელფასი 500 ლარს მცირედით აღემატება.

ჯეოსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

2019 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ხელფასები განათლების სფეროშიც გაზრდილია, წინა სახელფასო სტატისტიკური მონაცემების მსგავსად ამჯერადაც ყველაზე დაბალი ანაზღაურება სწორედ განათლების სფეროში ფიქსირდება.

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 393.6 ლარი (წლიური ზრდა - -0.4 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 900.4 ლარი (წლიური ზრდა -6.0 პროცენტი);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 806.4 ლარი (წლიური ზრდა - 5.6 პროცენტი).
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203