ონის მუნიციპალიტეტის გლოლის, უწერისა და ჭიორის საჯარო სკოლების გაერთიანებითა და თანამშრომლობით კურორტ შოვში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა რკინისა და კალცის მჟავე წყლების, სასტუმროების - „შოვი", „მამოსონი" და „სანსეტი" მიმდებარე ტერიტორიები.
აქცია ჩატარდა გლოლის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „შოვის" ორგანიზებით.
„სამი საჯარო სკოლის გაერთიანება დიდი მეგობრობისა და თანამშომლობის დასაწყისია. მადლობა უწერისა და ჭიორის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მხარდაჭერისთვის. მსგავსი აქციები ჩატარდება ჭიორაში და უწერაშიც",-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები