ტყემლანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა კაპანაძემ Google-ს კონკურსში გაიმარჯვა
13-09-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა თამთა კაპანაძემ, რომელიც ამჟამად აწსუ-ს სტუდენტია, Google-ს კონკურსში გაიმარჯვა. 

კომპანია Google-ს აქვს დეველოპერების გუნდი Google Developers, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სტუდენტურ კლუბებს (Google Developers Student Club) ახორციელებს. წელს პირველად ჰქონდა საქართველოს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.  საქართველოდან 3 სტუდენტი, მათ შორის თამთა კაპანაძე, შეირჩა.

სკოლა კურსდამთავრებულს წარმატებას ულოცავს. 

„ტყემლანის საჯარო სკოლა ულოცავს თამთას დამსახურებულ წარმატებას და უსურვებს კიდევ უფრო დიდი  წარმატებებით გაეხარებინოს მშობლიური სკოლა. გვჯერა რომ ის თავისი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით არაერთხელ გაგვახარებს. თამთა ჩვენ ვამაყობთ შენით!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203