მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სამ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
13-09-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სამ მასწავლებელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, 12 მასწავლებელი კი წამყვანი მასწავლებლის კატეგორიაში გადასვლას ელოდება.
უფროსი მასწავლებლის სტატუსი იზა შავერდაშვილმა, ეკა გელაშვილმა და ნათია გაბაძემ მოიპოვეს.
სკოლა პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს.
„11 სექტემბერს, სამ მასწავლებელს, „უფროსი“ კატეგორიის მასწავლებლის სტატუსი დაუფიქსირდა, ასევე, 12 მასწავლებელი ელოდება „წამყვანი“ მასწავლებლის კატეგორიაში სტატუსის ამაღლებას. ვულოცავთ იზა შავერდაშვილს, ეკა გელაშვილს და ნათია გაბაძეს პროფესიულ წარმატებას“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს