ჯავშანიანის საჯარო სკოლის პედაგოგს მარი ცოტნიაშვილს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
13-09-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ჯავშანიანის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარი ცოტნიაშვილმა სტატუსი აიმაღლა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარი ცოტნიაშვილი უფროსი მასწავლებელი გახდა, დანარჩენები კი დეკემბრის ბოლომდე დაადასტურებენ სტატუსის შეცვლას.

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად  ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203