გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
13-09-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ია ზედგინიძეს და დაწყებითი კლასების პედაგოგს ლია კოვზირიძეს უფრო მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად  ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203