განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზა ცხაკაია  საპენსიო ასაკის მიუხედავად მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდა
13-09-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, განმუხურის საჯარო სკოლის პედაგოგი ნარგიზა ცხაკაია  საპენსიო ასაკის მიუხედავად,  მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდა. 

ნარგიზა ცხაკაია 71 წლისაა და სკოლაში ქიმიას ასწავლის. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, პენსიონერ პრაქტიკოს პედაგოგებს მისცა არჩევანის საშუალება, ჩაებარებინათ მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდები, ან მიეღოთ ჯილდოს სახით ორი წლის ჯამური ხელფასი შესაბამისი დანამატით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203