უჩამბის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
12-09-2019
შუახევის მუნიციპალიტეტის, უჩამბის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა - ჯემალ გამრეკელიძემ, თამარა ცინარიძემ და მარინე ლორთქიფანიძემ სტატუსი აიმაღლა. 

პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღეიდან სკოლას 12 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.

სკოლა პედაგოგებს სტატუსის ცვლილებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203