დილიკაურის საჯარო სკოლის წარმატებულ მასწავლებლებს ორი პედაგოგი შეემატა
12-09-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, დილიკაურის საჯარო სკოლის ამჟამად წარმატებულ მასწავლებლებს ორი პედაგოგი - მელანო ცერცვაძე და  ინგა მაღლაკელიძე შეემატა.

მელანო ცერცვაძე წელს სერთიფიცირებული პედაგოგი გახდა. იგი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელია და მოსწავლეებს გობელენის ხელოვნებას აზიარებს. ის და მისი მოსწავლეები მრავალჯერ გახდნენ სასკოლო, რაიონული თუ რეგიონული კონკურსების გამარჯვებულნი.  

ინგა მაღლაკელიძე რუსული ენისა და ლიტერატურის მიწვეული პედაგოგია. მან წარმატებით გაიარა პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდა და გახდა სერთიფიცირებული. ასევე გაიმარჯვა პედაგოგთა შესარჩევ კონკურსში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203