ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლას ოთხი უფროსი მასწავლებელი შეემატა
11-09-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლას ოთხი უფროსი მასწავლებელი შეემატა.

სტატუსი ნინო შაინიძემ, ხათუნა დეკანაძემ, დარიკო მელაძემ და მზევინარ ცეცხლაძემ აიმაღლეს. 

სკოლის დირექტორი ლია ბოლქვაძე მასწავლებლებს, სკოლის მთელი კოლექტივის სახელით, სტატუსის ამაღლებას ულოცავს.

„განახლების საჯარო სკოლას ოთხი უფროსი მასწავლებელი შეემატა - ნინო შაინიძე, ხათუნა დეკანაძე, დარიკო მელაძე, მზევინარ ცეცხლაძე. გილოცავთ თითოეულს მთელი კოლექტივის სახელით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ. თქვენმა მონდომებამ, შრომამ შედეგი გამოიღო. გილოცავთ კიდევ ერთხელ. მუდამ წარმატებული მენახეთ“,- აღნიშნავს დირექტორი სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203