კერძო სკოლა „მილენიუმის“ ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის წელს კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება
11-09-2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ ბიბლიოთეკის ფონდი სასწავლო პროცესისათვის აუცილებელ სახელმძღვანელოებს, მრავალფეროვან ლიტერატურასა და პერიოდულ გამოცემებს მოიცავს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ბიბლიოთეკის მისიაა ხელი შეუწყოს სკოლის საგანმანათლებლო ცხოვრებას.

„ბიბლიოთეკის მესვეური, ცირა ბულაშვილი, თვითონ პოეტი და კალიგრაფი ქალბატონი, დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უვლის თითოეულ წიგნს. წელს კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის. გარემონტებულ სივრცეში ახალ, ლამაზ თაროებში მოიკალათეს ჩვენმა უსიტყვოდ მეტყველმა მეგობრებმა და უკვე მოუთმენლად ელიან მკითხველებს. მანამდე კი თავდაუზოგავი შრომა იყო საჭირო. ამ შრომაში დირექციასა და ბიბლიოთეკარს სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღ „ჯეჯილის“ აღმზრდელებიც ედგნენ გვერდით. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203