რომელ ქალაქებში გაიხსნება საგამოცდო ცენტრები მასწავლებელთა გამოცდებისთვის - რეგისტრაციის ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო
10-09-2019

პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დასადასტურებლად რეგისტრაციის გავლა დღეიდან, 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებ გვერდზე: www.naec.ge ან online.naec.ge. 

პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს დაადასტუროს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული კომპეტენციები. პედაგოგობის მსურველ პირს კი მხოლოდ საგნის გამოცდის ჩაბარება შეუძლია.  საგამოცდო პროცესის დაწყება ნოემბერში იგეგმება.

პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს იმავე საგანში  საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.

აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საგამოცდო ცენტრები საქართველოს შემდეგ ქალაქებში აირჩიონ: ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, ქუთაისი.

სასურველი საგამოცდო ქალაქის ადგილმდებარეობის მითითებისას აპლიკანტებმა უნდა  გაითვალისწინონ, რომ  ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას,  გადაანაწილოს ისინი სხვა საგამოცდო ცენტრში. 

იხილეთ ასევე: შეუნარჩუნდებათ თუ არა პრაქტიკოს მასწავლებლებს მიღებული შეფასება და კრედიტქულები გამოცდაზე მეორედ გასვლის შემთხვევაში? 

მასწავლებელთა გამოცდაზე რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება - ვის ექნება ტესტირებაში მონაწილეობის უფლება?

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203