დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნიკა ბესკროვნი უნივერსიტეტში 100% -იანი გრანტით ჩაირიცხა
06-09-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის უმაღლეს სასწავლებლებში დარეგისტრირებული ყველა კურსდამთავრებული სხვადასხვა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა.

ზოგიერთმა მათგანმა ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა, ნიკა ბესკროვნი კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე 100% -იანი გრანტით ჩაირიცხა. 

სკოლა კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს. 

„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ყველას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203