დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხნენ
06-09-2019
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხნენ.

ერეკლე ფოლადიშვილი ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით;

თამარ პაპიაშვილი  ისწავლის კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიური მეცნიერებების ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით;

გიორგი ხუზმიაშვილმა  ჩააბარა შავი ზღვის უნივერსიტეტის კომპიუტერული პროგრამირების ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით;

ანა არდოტელი ჩაირიცხა შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით.

სკოლა კურსდამთავრებულების მიღწევებით ამაყობს. 

„მშობლიური სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და უსურვებს მომავალში უფრო მეტ წინსვლასა და წარმატებას!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203