მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადების წარდგენის ვადები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით პედაგოგებს და პედაგოგობის მსურველებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად განაცხადები მიიღება 6 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე:
განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;
- ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
იმ შემთხვევაში, თუ აპელაციის საფასური გადახდილია:
- საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
- გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
თანხები თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.