ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკში“ მიიღებენ მონაწილეობას
05-09-2019
ხაშურის მუნიციპალიტეტის, ოსიაურის საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლეები გიორგი ძამანაშვილი, მარიამ მახარაშვილი და თაზო დაბრუნდაშვილი ბათუმში „ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკში“ მიიღებენ მონაწილეობას.
სკოლის მოსწავლეები 1000-ზე მეტი განაცხადიდან იმ 100 უფროსკლასელ მოსწავლეს შორის მოხვდნენ, რომლებიც ბანაკში გაემგზავრებიან. ბანაკი მიმდინარე 7-13 სექტემბერს მოეწყობა.
სკოლა მოსწავლეებს საუკეთესოთა შორის მოხვედრას ულოცავს.
„ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს გიორგი ძამანაშვილს, მარიამ მახარაშვილს და თაზო დაბრუნდაშვილს ვულოცავთ 1000 მოსწავლიდან იმ 100 საუკეთესო უფროსკლასელს შორის მოხვედრას, რომელიც 7-13 სექტემბერს ბათუმში „ინოვაციების და ტექნოლოგიების ბანაკში“ გაემგზავრება!“,- აღნიშნულია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს