„სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით“ - ლენტეხის N1 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
05-09-2019

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე სკოლის კურსდამთავრებულებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. 21 კურსდამთავრებულიდან 4-მა: ანა გაზდელიანმა, სალომე, თამარ და ლევან ლიპარტელიანებმა, 100%-იანი გრანტი მოიპოვა, 70%-იანი გრანტი აიღო ნინო ლიპარტელიანმა, ხოლო ვახტანგ ბენდელიანმა, დარეჯან ქურასბედიანმა, ელენე ჩანქსელიანმა, ნინი ლიპარტელიანმა, მირიან მეშველიანმა 50%-იანი გრანტი მოიპოვეს.

სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს.

„ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სკოლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას გილოცავთ! გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს - წარმატებები ვერ დაგვეთვალოს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203