ქვენობნის სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში მრავალ საინტერესო და სახალისო ღონისძიებას ატარებს
09-05-2017

ქვენობნის სკოლა სასწავლო წლის განმავლობაში მრავალ საინტერესო და სახალისო ღონისძიებას ატარებს.

სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები.  

ინტელექტ-შეჯიბრის ''ეტალონის'' ფინალისტები არიან ლევან მეგრელიძე, დადუ ჯინჭარაძე  და ანა კომახიძე. 

სკოლაში უყურადღებოდ არ რჩება მნიშვნელოვანი დღეები: მოსწავლეებმა აღნიშნეს დედის დღე, ასევე წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე.

ქვენობნის სკოლაში განსაკუთრებით ზრუნავენ გარემოზე და ხშირად ახორციელებენ გამწვანების აქციას. ასევე, გამოირჩევიან სპორტული აქტივობებით და ატარებენ მხიარულ სტარტებს.

სკოლის მოსწავლეები მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახლ-მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებს ხშირად სტუმრობენ.

ღია გაკვეთილები და პრეზენტაციები კი სკოლაში ინტერნსიურად ტარდება.  მაგალითად, ღია გაკვეთილი ჩატარადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა იყო ''ცოტნე დადიანი'', პრეზენტაცია ექვთიმე თაყაიშვილზე და ა.შ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203