მარიამ ხაჩიძე - საყუნეთის სკოლის წარმატებული მოსწავლე
04-05-2017

ქალაქ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით ახალციხის ციხეზე და სამცხე ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში ქ. ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და კერძო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის გასვლითი გაკვეთილი ექსკურსია ჩატარდა. 

ექსკურსიის თემა იყო ''საქართველოს ისტორია და მესხეთ ჯავახეთი''. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ისტორიის მუზეუმში არსებული ექსპონატები. 

გიდებმა მოსწავლეებს ექსპონატებთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ სასწავლო პროგრამის შესაბამისი ცოდნა მიაწოდეს. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება - კონფერენცია ჩატარდა, კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საყუნეთის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე - მარიამ ხაჩიძემ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...