ძლევიჯვარის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება
04-09-2019
ბესიკ კაპანაძის სახელობის, ქარელის მუნიციპალიტეტის, ძლევიჯვარის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით და ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სკოლის ეზო შემოიღობა.
სკოლა ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა გულიაშვილს და სოფლის მოსახლეობას თანადგომისათვის მადლობას უხდის.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მადლობას ვუხდით ქარელის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ზაზა გულიაშვილს და სოფლის მოსახლეობას ამ თანადგომისათვის და წარმატებულ და ნაყოფიერ წლებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულის სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ სამადლობელო წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს