თელავის N9 საჯარო სკოლა მშობლებს სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის
04-09-2019
თელავის N9 საჯარო სკოლა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით მშობლებს ინფორმაციას აწვდის.
სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ინფორმაცია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ახლოვდება სასწავლო წლის დასაწყისი, იწყება მზადება და მშობლების ღელვაც მატულობს. ძირითადი შეკითხვები, რაც ჩვენთან მოდის, ფორმებს ეხება. მაშ ასე: გოგონებისათვის - ლურჯი ფერის ქვედა ბოლო / სარაფანი / შარვალი (ჯინსიც) მისაღებია ; ზედა - თეთრი პერანგი ან მაისური. ვაჟებისათვის - ლურჯი ფერის შარვალი (ჯინსიც), ზედა - თეთრი პერანგი ან მაისური. ფორმასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული შეკითხვებით მიმართეთ კლასის დამრიგებლებს“,-აღნიშნულია სკოლის სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს