ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლა ყველა მსურველს შეეძლება
03-09-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება, როგორც იმ აპლიკანტებს, რომლებიც ზაფხულში იყვნენ გამოცდაზე გასულები, ისე იმ აპლიკანტებს, რომლებიც ახლა გადაწყვეტენ კომპეტენციის დადასტურებას.

პრაქტიკოსი მასწავლებლებსა და მასწავლებლების მსურველებს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ნოემბერში ექნებათ. რეგისტრაცია კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

„პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს ნოემბრის თვის დასაწყისში კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. რეგისტრაცია მათთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.  რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge  გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203