დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში გრანტით ჩაირიცხნენ
02-09-2019
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა - მარიამ ჯაბანიშვილმა, თამარ ზვიადაურმა და ევა არჩემაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
მარიამ ჯაბანიშვილი ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით;
თამარ ზვიადაური ისწავლის თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, 100%-იანი გრანტით;
ევა არჩემაშვილმა ჩააბარა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე, 70%-იანი გრანტით;
სკოლა კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„სკოლა ამაყობს მათით და უსურვებს წინსვლასა და წარმატებებს სამომავლოდაც. მათ მშობლიურ სკოლას უმრავლოს მათნაირი მოსწავლეები უფალმა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს