„ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებლები უყვართ, მათ უნდა დავუთმოთ გზა“ - თბილისის N106 სკოლის პედაგოგი
30-08-2019
თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგმა დოდო გურგენიშვილმა პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

დოდო გურგენიშვილი 48 წელია დაწყებითი კლასების პედაგოგად მუშაობს. 

„სოფელ ხიდისთავის სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. შემდეგ რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე. ბოლოს 106-ე საჯარო სკოლაში დავფუძნდი და უკვე 33 წელია აქ ვარ.

ჩემი აზრით, გარდა ბავშვების სიყვარულისა, აუცილებელია პედაგოგს ფართო ზოგადი განათლება ჰქონდეს, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მასწავლებელს.

პროფესიიდან გასვლა არ არის მარტივი, შინაგანად ძალიან განვიცდი და ვღელავ. ბავშვებს ახალგაზრდა მასწავლებლები უყვართ, მათ უნდა დავუთმოთ გზა. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემის გადაწყვეტილებამ ღირსეულად მაგრძნობინა თავი“,- აღნიშნავს დოდო გურგენიშვილი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203