2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-მა ჩააბარა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა; სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 4 777 აბიტურიენტი ჩაირიცხა; ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე კი - 1 335 აბიტურიენტი.
2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 41 000 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.
ასევე იხილეთ: სოფო გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს - „ინფორმაცია, რასაც Naec-ის ვებ-გვერდზე ნახავთ, ჩარიცხვას არ ნიშნავს“რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა 100, 70 და 50%-იანი გრანტი?!- ეროვნული გამოცდები 2019მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები2019 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის მოპოვების შესახებ 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ზღვარგადალახული აბიტურიენტების 2% სტუდენტი ვერ გახდაროდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?!