2019 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის მოპოვების შესახებ 
30-08-2019
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია - შედეგების სანახავად აბიტურიენტი სისტემაში უნდა შევიდეს პირადი ნომრითა და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდით.

შედეგების სანახავად იხილეთ ბმული - შედეგები.
 
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი ნახავს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების თაობაზე, აგრეთვე „ნედლ“, გათანაბრებულ, სკალირებულ და მინიმალურ გამსვლელ ქულას თითოეულ საგანში.
 
განმარტების სახით განთავსებულია დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ არჩეული თითოეული პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისა და მინიმალური გამსვლელი საკონკურსო ქულის შესახებ.
 
ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლეტექსტური შეტყობინებითაც, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
 
იმ აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ უშუალოდ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ასევე იხილეთ: სოფო გორგოძე აბიტურიენტებს აფრთხილებს - „ინფორმაცია, რასაც Naec-ის ვებ-გვერდზე ნახავთ, ჩარიცხვას არ ნიშნავს“

რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა 100, 70 და 50%-იანი გრანტი?!- ეროვნული გამოცდები 2019

მინიმალური საგრანტო ქულები საგნების მიხედვით 

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გათანაბრებული ქულები

2019 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად, 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა

2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ზღვარგადალახული აბიტურიენტების 2% სტუდენტი ვერ გახდა

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელების რეგისტრაცია და რა დოკუმენტებია საჭირო?!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203