როდის უნდა ელოდონ მასწავლებლები სტატუსის ცვლილებას?!
29-08-2019

როდის უნდა ელოდონ მასწავლებლების სტატუსის ცვლილების ასახვას? - აღნიშნულ კითხვაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ მასწავლებლები სტატუსის ცვლილებას სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოსთვის უნდა ელოდონ.

„მასწავლებლებს სტატუსი სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს შეეცვლებათ“, - განგვიცხადეს მასწავლებლის სახლში.

წელს, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე დაახლოებით, 31 500 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც 10 000 მასწავლებლობის მსურველია, 20 000-ზე მეტი კი - პრაქტიკოსი პედაგოგი. მასწავლებელთა გამოცდის შედეგები ცნობილი სავარაუდოდ სექტემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. ამჟამად კი აპლიკანტები აპელაციის შედეგებს ელოდებიან.

იხილეთ ასევე: „შემოდგომაზე სისტემას ეყოლება 33 000 პედაგოგი, რომელთაც სტატუსი აიმაღლეს“ - განათლების სამინისტრო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203