ლეღვანის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მშენებლობა მიმდინარეობს
29-08-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლეღვანის საჯარო სკოლაში სველი წერტილების სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სველი წერტილების მშენებლობა აქტიურ ფაზაში არის შესული.

„ლეღვანის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული. მადლობა ხარაგაულის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და დაბა ხარაგაულის ინფრასტრუქტურის სამსახურს“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203