თბილისის N172 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
28-08-2019
თბილისის N172 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს პედაგოგმა ნელი ოდიკაძემ სოციალური პროექტი - „9 აპრილი - საქართველოს ისტორიის სისხლიანი და საამაყო ფურცელი“ განახორციელა.

სამიზნე ჯგუფი - დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. 

საქმიანობის ტიპი - სამიზნე ჯგუფის შექმნა; დამატებითი გაკვეთილების ჩატარება; სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება; ვიზიტი 9 აპრილის მემორიალთან; ინტერნეტის საძიებო სისტემის გამოყენება; კედლის გაზეთების შექმნა, შესაბამისი მასალის მოძიება და დამუშავება; გამოფენის მოწყობა.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა, მოსწავლის ინტერესის გაღრმავება, ისეთი ისტორიული თარიღის მიმართ, როგორიცაა 9 აპრილი. 

„პროექტი დავიწყე სამიზნე ჯგუფების შექმნით, რათა გამეცნო პროექტის იდეა - 9 აპრილი - ისტორიის სისხლიანი და საამაყო ფურცელი. ბავშვებმა უხვად მოამზადეს ისტორიული მასალები და თავიანთი გემოვნებით გააფორმეს კედლის გაზეთებზე, რის შემდეგაც კლასში პრეზენტაცია გააკეთეს. მთელი სკოლა ჩაერთო პროექტში, ყველა ინტერესით შეხვდა ამ წამოწყებას: 


დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა თავიანთ მოსწავლეებთან ერთად შეამკეს უფროსკასელების მიერ შექმნილი მემორიალი ხელოვნური, თვითნაკეთი ტიტებით. 9 აპრილს საბაზო საფეხურის მოსწავლეები წავიყვანე 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პატივი მიაგეს გმირებს. საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია, რის შემდეგაც გამართეს დისკუსია. პროექტის შედეგი იყო ის, რომ მოსწავლეებს გაუჩნდათ პატივისცემის გრძნობა ისეთი ისტორიული თარიღის მიმართ, როგორიც არის 9 აპრილი. მოსწავლეებს პროექტის მიმდინარეობისას, ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს. პროექტის მიმდინარეობისას კოლეგები აქტიურად მიჭერდნენ მხარს და მოტივაციას მიმაღლებდნენ“,-აღნიშნავს ნელი ოდიკაძე.

პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203