მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისთვის ვადები და კითხვარის ფორმა დამტკიცდა
26-08-2019

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებისთვის ვადები და ანკეტა-კითხვარის ფორმა დამტკიცდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ანკეტა-კითხვარის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენის ვადად 2019 წლის 2 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა.

„დამტკიცდა 2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების გამოცხადებისათვის ანკეტა-კითხვარისა და ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარმოსადგენად საჭირო ფორმები, ასევე ანკეტა-კითხვარების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარმოდგენის ვადები“,- ნათქვამია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციაში.

მართვის სისტემის უფროსის ბრძანება 1.1-108

ანკეტა-კითხვარი-N1 დანართი

ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორა-N2 დანართი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203