თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლემ გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში საინტერესო ნამუშევარი შექმნა
26-08-2019
თბილისის N172 საჯარო სკოლის მე-10ა კლასის მოსწავლე ნოდარ ჭეიშვილი, პედაგოგ ზაიგულ ტვილდიანის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობდა.
სკოლის აღსაზრდელმა პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო ნამუშევარი შექმნა.