უსაფრთხო გარემო, მომავლის კლასი, მაღალკვალიფიციური პედაგოგები - რა ელოდებათ ვანის N2  საჯარო სკოლაში მოსწავლეებს
26-08-2019
ვანის N2  საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის მზად არის.

როგორც სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე არის ნათქვამი, მოსწავლეებს სკოლაში ელოდებათ:

  • ულამაზესი, უსაფრთხო გარემო. გარემო, სადაც თქვენი პატარები მხოლოდ სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას მიიღებენ. გარემო, რომელიც თქვენი შვილების აღიარებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული;
  • ულამაზესი სპორტული დარბაზი სპორტის წარმატებულ პედაგოგებთან ერთად;
  • ყურადღებიანი, მოსწავლეთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე მდგარი ექიმი;
  • მომავლის კლასი, ჭკვიანი დაფითა და უახლესი კომპიუტერებით;
  • მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომელთა უმრავლესობა უფროსია და ვემზადებით სტატუსების შესაცვლელად;
  • მანდატურები, რომლებიც თქვენი შვილების უსაფრთხოებას დაიცავენ;
  • ყველა ოთახში, დერეფანში ინტერნეტი;
  • ახალი სკოლის მოდელი.
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203